საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დაგმეს თავდასხმები ჟურნალისტებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliჟურნალისტები
ჟურნალისტები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ესა არის დაუშვებელი თავდასხმა ინფორმაციის თავისუფლებაზე, დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, აცხადებენ ჟურნალისტთა ფედერაციაში.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, დაგმეს თბილისში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.
© Sputnik / STRINGERლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო
რადიკალური კონსერვატიული დაჯგუფებები ლგბტ წარმომადგენლების უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 5 ივლისს მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. შსს-ს მონაცემებით, სულ დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ ლგბტ+ პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის Twitter-ის გვერდზე.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
შსს იძიებს თბილისში ჟურნალისტებზე და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს
„დემონსტრანტები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და დაამტვრიეს ტექნიკა. ეს დაუშვებელი შეტევაა ინფორმაციის თავისუფლებაზე. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნავენ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში“.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა: „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ და „ძალადობა“. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელების იდენტიფიცირების მიზნით მასალებს სწავლობს.
საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა ასევე დაგმეს მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმები.
„ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 21 დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასევე ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლობები აწერენ ხელს.
საელჩოები აღნიშნავენ, რომ საქართველოში შეკრებების თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული.
ქაშუეთის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
საპატრიარქო: ერის გამოწვევა ხდება, ძალადობა გარდაუვალი იყო
„ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოებმა მოუწოდეს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცველებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან მოქალაქეები და მათ შორის ჟურნალისტები. ასევე მათ მოუწოდეს ლიდერებს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური