გიგა მაქარაშვილი: კვირეული აუცილებლად დაიხურება „ღირსების მარშით"

© REUTERS / David Mdzinarishviliლგბტ–თემის აქცია
ლგბტ–თემის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.
თბილისი,  5 ივლისი – Sputnik. სამწუხაროა, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, მაგრამ დღეს განვითარებული მოვლენები ვერ შეცვლის ჩვენს გეგმებს და „თბილისი პრაიდი“ მარშით აუცილებლად დაიხურება, განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-თან. 
აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
შსს „პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდებს, უარი თქვან საჯარო სივრცეში „მარშის“ გამართვაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რაც გეგმის მიხედვით დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მსვლელობა, რომლის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად", 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა დაიწყოს და დედაენის ბაღთან დასრულდეს.
„ღირსების მარშის“ ორგანიზატორების თქმით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.
„ძალიან სამწუხაროა, რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩვენ გეგმებს. კვირეული აუცილებლად დაიხურება მარშით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივ ჩაგვრას განიცდიან... ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ადამიანების რელიგიური თუ სხვადასხვა ნიშნებით, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დაყოფა", – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ. მათ გუშინ მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ კარვები გაშალეს. მათი განმარტებით, აქციისა და კარვების გაშლის მიზანია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დღეს დაგეგმილი „ღირსების მარშისთვის“ ხელის შეშლა. 
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს. შენობაში ისინი ოფისის აივნიდან შევიდნენ, მათ ჩამოხიეს ლგბტ–თემის დროშები, აივნიდან გადმოაგდეს და დაწვეს. ლგბტ–თემის დროშის ნაცვლად მათ აივნიდან საქართველოს დროშა გადმოფინეს.
შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რომლებმაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ოფისში ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის საშუალება არ მისცეს.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად 9 აპრილის ბაღში და ქაშუეთის ეკლესიასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც იქ ადრე გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დღეისათვის დაანოსებული „ღირსების მარშის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა. 
ყველა ახალი ამბავი
0