https://sputnik-georgia.com/20210705/bahreinis-aviakompania-Gulf-Air-qarTul-aviabazarze-dabrunda-252221381.html
ბაჰრეინის ავიაკომომპანია Gulf Air ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნდა
ბაჰრეინის ავიაკომომპანია Gulf Air ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნდა
Sputnik საქართველო
ბაჰრეინსა და თბილისს შორის ავიარეისები 4 სექტემბრამდე კვირაში ოთხჯერ შესრულდება - ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T21:32+0400
2021-07-05T21:32+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23639/14/236391414_0:3:1099:624_1920x0_80_0_0_f9b9e5d99da3eb319fe8ca65f365f20f.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air დღეიდან საქართველოსთან რეგულარულ ავიამიმოსვლას განაახლებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაჰრეინსა და თბილისს შორის ავიარეისები 4 სექტემბრამდე კვირაში ოთხჯერ შესრულდება - ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. მივესალმებით ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიის დაბრუნებას საქართველოს ავიაბაზარზე, სადაც ის 2017 წლიდან ოპერირებდა. საქართველოს ტურისტული სექტორი პოპულარობით სარგებლობს ყურის ქვეყნების მოქალაქეებს შორის, ისეთი ავიაკომპანიების მომსახურება კი, როგორიცაა Gulf Air, ხელს შეუწყობს აღნიშნული არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტების შემოსვლას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას სათანადო ნებართვა რეგულარულ ავიაგადაზიდვებზე საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიანიჭა.Gulf Air-მა თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 2017 წელს დაიწყო.რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.ამჟამად უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. გარდა ამისა, უცხოელმა საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR–ტესტი უნდა გაიკეთოს.
https://sputnik-georgia.com/20210704/qarTul-aviabazarze-germanuli-dabalbiujetiani-aviakompania-Semovida-252207529.html
https://sputnik-georgia.com/20210701/Wizz-Air-quTaisidan-reisebis-Sesrulebas-iwyebs-252179309.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23639/14/236391414_0:0:992:624_1920x0_80_0_0_5e25d64a61fa4c6f65bf7d0aa2becb56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ბაჰრეინის ავიაკომომპანია Gulf Air ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნდა
21:32 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ბაჰრეინსა და თბილისს შორის ავიარეისები 4 სექტემბრამდე კვირაში ოთხჯერ შესრულდება - ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air დღეიდან საქართველოსთან რეგულარულ ავიამიმოსვლას განაახლებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაჰრეინსა და თბილისს შორის ავიარეისები 4 სექტემბრამდე კვირაში ოთხჯერ შესრულდება - ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.
„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. მივესალმებით ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიის დაბრუნებას საქართველოს ავიაბაზარზე, სადაც ის 2017 წლიდან ოპერირებდა. საქართველოს ტურისტული სექტორი პოპულარობით სარგებლობს ყურის ქვეყნების მოქალაქეებს შორის, ისეთი ავიაკომპანიების მომსახურება კი, როგორიცაა Gulf Air, ხელს შეუწყობს აღნიშნული არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტების შემოსვლას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას სათანადო ნებართვა რეგულარულ ავიაგადაზიდვებზე საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიანიჭა.
Gulf Air-მა თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 2017 წელს დაიწყო.
რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.
ამჟამად უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. გარდა ამისა, უცხოელმა საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR–ტესტი უნდა გაიკეთოს.