ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რეისების შესრულებას იწყებს

© Facebook / photo : Wizz Air / FBWizz Air-ის თვითმფრინავი
Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air 1 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ექვსი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
რას მოუტანს საქართველოს Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები.
ავიაკომპანია საქართველოდან დამატებით რეისებს შეასრულებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით. თუმცა, პირველ ეტაპზე ევროპის ამ ქალაქებში ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება.
ამჟამად ქუთაისიდან საჰაერო გზით ევროპის ცხრა ქვეყანაში 14 მიმართულებით არის შესაძლებელი მოხვედრა.
ივლისში ქუთაისის აეროპორტიდან შესრულდება 153 პირდაპირი რეისი. აქედან 111 ევროპაში და 42 - ცენტრალურ აზიაში.
საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განაახლა.
 Belavia - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლოა კიდევ სამმა ავიაკომპანიამ დაიწყოს ოპერირება
ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
ამ დროისთვის უცხოელებს საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა შეუძლიათ კორონავირუსზე ორჯერადად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან უარყოფითი PCR-ტესტით.
ყველა ახალი ამბავი
0