https://sputnik-georgia.com/20210704/vaqcinaciis-saregistracio-portali-amoqmedda-252208384.html
ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა
ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია Sinopharm-ის ვაქცინით... 04.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-04T20:27+0400
2021-07-04T20:27+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251668688_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_37a381cbb534f9d8f91dcf9e9420faad.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ელექტრონული პორტალი https://booking.moh.gov.ge რომლის საშუალებით საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრირდებიან, აღდგენილია და ფუნქციონირებს, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.გუშინ რეგისტრაციის პორტალზე და ასევე სამთავრობო ვებგვერდ https://stopcov.ge/-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურ სტატისტიკას აქვეყნებს, ძლიერი კიბერშეტევა განხორციელდა. სპეციალისტები ამ დრომდე დაზიანების გამოსწორებაზე მუშაობდნენ.შაბათს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, რადგან მასზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. იგივე მიზეზით შაბათს დაგვიანდა, დღეს კი აქამდე არ მომხდარა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.ივლისში ასევე უნდა შემოვიდეს Pfizer-ის ვაქცინა. ამგვარად, წლის ბოლომდე ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა ექნება.საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 266.161 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) 104.196 მოქალაქეა ვაქცინირებული.
https://sputnik-georgia.com/20210704/vaqcinaciaze-registracia-qol-centris-meSveobiT-gaxdeba-SesaZlebeli-252206742.html
https://sputnik-georgia.com/20210703/saqarTvelo-masobrivi-vaqcinaciisTvis-emzadeba-252200296.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251668688_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9f85c6ce566084c437b1daae346c4d2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა
20:27 04.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია Sinopharm-ის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ელექტრონული პორტალი
https://booking.moh.gov.ge რომლის საშუალებით საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრირდებიან, აღდგენილია და ფუნქციონირებს, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
გუშინ რეგისტრაციის პორტალზე და ასევე სამთავრობო ვებგვერდ
https://stopcov.ge/-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურ სტატისტიკას აქვეყნებს, ძლიერი კიბერშეტევა განხორციელდა. სპეციალისტები ამ დრომდე დაზიანების გამოსწორებაზე მუშაობდნენ.
„ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია Sinopharm-ის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შაბათს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, რადგან მასზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. იგივე მიზეზით შაბათს დაგვიანდა, დღეს კი აქამდე არ მომხდარა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.
ივლისში ასევე უნდა შემოვიდეს Pfizer-ის ვაქცინა. ამგვარად, წლის ბოლომდე ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა ექნება.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 266.161 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) 104.196 მოქალაქეა ვაქცინირებული.