კახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

© Sputnik / STRINGERგადახდილი სახურავები თელავში
გადახდილი სახურავები თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
ლაგოდეხში წვიმასა და სეტყვას ძლიერი ქარი მოყვა, კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
თბილისი, 3 ივლისი  – Sputnik. წუხელ ღამით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჰერეთისკარში ქარმა ხეები წააქცია, ხოლო ბაისუბანსა და ნინიგორში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, იუწყება „პირველი არხი“.
ელვა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
სეტყვა და წვიმა: სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ხეებით ჩახერგილ გზას ათავისუფლებდნენ.
„ლაგოდეხში მცირეოდენი სეტყვა იყო, რასაც ძლიერი ქარი ახლდა. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა.
ზარალის მასშტაბისა ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0