ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

CC BY 2.0 / Sergi Kvaratskhelia / Paravani Lakeფარავნის ტბა
ფარავნის ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
მოზარდი ფარავნის ტბაში საბანაოდ 2 ივლისს, საღამოს საათებში შევიდა. ის ნინოწმინდის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები იყო.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ნინოწმინდაში, ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოზარდი გუშინ საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე წყალში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
გარდაცვლილის ცხედარი მყვინთავებმა ტბიდან ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ცხოვრობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
ყველა ახალი ამბავი
0