TV Pirveli-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირს გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
დაცვის მხარე 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ბრალდება - აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. წალკაში ტელეკომპანია TV Pirveli-ს გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ პირს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
სხდომაზე დაცვის მხარე 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას.
ვიდეოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
TV Pirveli-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებული საპატიმროს შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
გამოძიების მიხედვით, 30 ივნისს 54 წლის მამაკაცი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია TV Pirveli-ს ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0