https://sputnik-georgia.com/20210702/xil-bostneulSi-nitratebi-naklebia-252193704.html
ხილ-ბოსტნეულში ნიტრატები სულ უფრო ნაკლებია
ხილ-ბოსტნეულში ნიტრატები სულ უფრო ნაკლებია
Sputnik საქართველო
ზაფხულის დადგომის და ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში ნიტრატების შემცველობაზე... 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T13:29+0400
2021-07-02T13:29+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24810/03/248100394_0:0:3000:1696_1920x0_80_0_0_b3ca87498b9b4385cb900edc4022a1da.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობის შესწავლის ფარგლებში 16 დარღვევა გამოავლინა, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების პროდუქტების სარეალიზაციო დიდ და მცირე ობიექტებში 100 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიულმა კვლევებმა 16 დარღვევა აღმოაჩინა, ძირითადად – ჭარხალში. ექსპერტებმა ამ პროდუქციის რეალიზაცია აკრძალეს იმ მაღაზიებში, სადაც დარღვევები გამოვლინდა.სააგენტოს ხელმძღვანელის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ხილსა და ბოსტნეულზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სააგენტო ინტენსიურად ამოწმებს პროდუქტებს ნიტრატების შემცველობაზე. მისი თქმით, გაძლიერებული კონტროლისა და ფერმერებისა და ბიზნეს-რეალიზატორების გაზრდილი ინფორმირებულობის წყალობით დარღვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სპეციალისტები მაინც ავლენენ გარკვეულ შეუსაბამობებს.წინა წლებთან შედარებით დარღვევები შემცირდა. სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ფერმერებთან და ბიზნეს-სექტორთან, გააქტიურებულია კონტროლი, აღნიშნა ბასილაძემ.ბოლო შემოწმებისას ნიტრატები არ აღმოჩნდა საზამთროსა და ნესვში.
https://sputnik-georgia.com/20210625/saqartveloshi-pomidori-da-xorci-amoiges-252124817.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24810/03/248100394_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_da6881aeb6239fe39c1d7971fcd8c200.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
ხილ-ბოსტნეულში ნიტრატები სულ უფრო ნაკლებია
13:29 02.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ზაფხულის დადგომის და ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში ნიტრატების შემცველობაზე კონტროლს ამკაცრებს.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობის შესწავლის ფარგლებში 16 დარღვევა გამოავლინა,
იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.
სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების პროდუქტების სარეალიზაციო დიდ და მცირე ობიექტებში 100 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიულმა კვლევებმა 16 დარღვევა აღმოაჩინა, ძირითადად – ჭარხალში. ექსპერტებმა ამ პროდუქციის რეალიზაცია აკრძალეს იმ მაღაზიებში, სადაც დარღვევები გამოვლინდა.
სააგენტოს ხელმძღვანელის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ხილსა და ბოსტნეულზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სააგენტო ინტენსიურად ამოწმებს პროდუქტებს ნიტრატების შემცველობაზე. მისი თქმით, გაძლიერებული კონტროლისა და ფერმერებისა და ბიზნეს-რეალიზატორების გაზრდილი ინფორმირებულობის წყალობით დარღვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სპეციალისტები მაინც ავლენენ გარკვეულ შეუსაბამობებს.
წინა წლებთან შედარებით დარღვევები შემცირდა. სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ფერმერებთან და ბიზნეს-სექტორთან, გააქტიურებულია კონტროლი, აღნიშნა ბასილაძემ.
ბოლო შემოწმებისას ნიტრატები არ აღმოჩნდა საზამთროსა და ნესვში.