მოსახლეობის საყურადღებოდ! უფრთხილდით იმპორტირებულ პომიდორს და ხორცს

© photo: Sputnikსარფი
სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
მწარმოებელ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით შეუჩერდა.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველო–თურქეთის საზღვარსა და ფოთის პორტში სხვადასხვა ტვირთებში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალისტებმა ფიტოსანიტარიული შემოწმებისას 2 ტონა პომიდორში საკარანტინო მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს, რომელიც „სარფის“ საბაჟო–გამშვები პუნქტის გავლით თურქეთიდან შემოდიოდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი განადგურებას დაექვემდებარა.

გარდა ამისა, ფოთის პორტში ვეტერინარული შემოწმებისას 82,5 ტონა გაყინულ ქათმის ხორცში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო პროდუქცია დაექვემდებარა გადამუშავებას.

ყველა ახალი ამბავი
0