საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარების ახალ პროგრამას ელოდება

© AP Photo / Andrew Harnik საერთაშორისო სავალუტო ფონდი
 საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ვირტუალურად.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპების მომატების მიზნით გეგმავს დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
2021 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასრულა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას. ფონდი საქართველოს გადაურიცხავს ბოლო ტრანშს 111 მილიონი დოლარის ოდენობით, და ამის შემდეგ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მთლიანი თანხა 687 მლნ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამა დაასრულა
„საქართველო გეგმავს ახალი პროგრამის დაწყებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ახალი პროგრამის მიღწევის სურვილის შესახებ ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზე, რომელმაც საქართველოში მუშაობა ვირტუალურ ფორმატში დაიწყო.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა ამ მისიის მიზანია საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.
დაკეტილი კაფეები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ
ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ეკონომიკური სიტუაციის, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზების, ბიზნესის და სოციალური მხარდაჭერის კუთხით მიღებული ზომების, მიმდინარე წლის ბიუჯეტის დინამიკის, ფისკალური კონსოლიდაციის და საფინანსო სექტორის გაძლიერების კუთხით დაგეგმილი ზომების შესახებ.
საქართველოს მთავრობას მომდევნო 9 წლისთვის ამბიციური გეგმები გააჩნია. მთავრობამ უკვე დაიწყო 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების დეტალური გეგმის მომზადება, რომელსაც სექტემბერში წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული გეგმის მიზნებს შორისაა ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის მიღწევა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 10 ათას დოლარამდე გაზრდა.
ახლა საქართველოში ეკონომიკის 6%-იან ზრდას ვარაუდობენ. ანალიტიკოსების პროგნოზებით, ამას ხელს შეუწყობს ტურიზმის გახსნა და მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია.
ყველა ახალი ამბავი
0