ვაქცინაცია ან დისტანციური სწავლება: როგორ ისწავლიან უცხოელები რუსეთის უმაღლესებში

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
როგორ ისწავლიან უცხოელი სტუდენტები პანდემიის პირობებში, დარჩება თუ არა დისტანციური რეჟიმი, რომელი აცრა იქნება საჭირო რუსეთში ჩასასვლელად — ამ კითხვებზე პასუხები იხილეთ Sputnik-ის მასალაში.
Sputnik. მარია ნაუმენკო
რუსეთი, დიდი ალბათობით, კორონავირუსის ყველა ვაქცინას აღირებს, რომლებითაც ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების უცხოელი სტუდენტები იქნებიან აცრილები სამშობლოში. გარდა ამისა, იგეგმება, რომ სტუდენტების ვაქცინაცია მათი რუსეთში ჩასვლისთანავე იქნება ორგანიზებული. მათთვის, ვისაც სამედიცინო ჩვენებებით ან სხვა მოსაზრებებით არ სურს ვაქცინირება, ინდივიდუალური დისტანციური სასწავლო გეგმა შემუშავდება. ამის თაობაზე Россия сегодня-ში ონლაინ-კონფერენციაზე ისაუბრეს „როსსოტრუდნიჩესტვოსა“ და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებმა.
ლექცია უმაღლეს სასწავლებელში - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები უცხოელ სტუდენტებზე გრანტების გაცემას იწყებს
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის მოადგილის პაველ შევცოვის თქმით, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები COVID-19-ზე ნებისმიერი ვაქცინით აცრილი სტუდენტების მიღებას გეგმავენ.
„რაც შეეხება პრეპარატებს, ამაში უმაღლესებს საერთო პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, რომ ყველა ვაქცინას ვაღიარებთ“, — თქვა მან.
ამასთან დაამატა, რომ ამ დროისათვის „როსსოტრუდნიჩესტვო“ განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს იმ მიდგომებზე, რომლებსაც უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში შესვლის საკითხთა სამთავრობო კომისიაც დაეთანხმება.   
„ეს არის როგორც სავარაუდო ვაქცინაცია, ისე საკარანტინო ღონისძიებების გავლა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. თუ კარანტინის გავლას მოითხოვენ, უნივერსიტეტები ამისთვის მზად არიან. მათ გამოყვეს სათავსოები, სადაც უცხოელი სტუდენტები კომფორტულად გაატარებენ კარანტინს. იმედი მაქვს, რომ კონსენსუსი მიიღწევა და სტუდენტების უმრავლესობა შეძლებს რუსეთში ჩამოსვლას“, —  დააზუსტა შევცოვმა.
სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა გამარტივდა: სუპერსერვისი უცხოელებისთვის
საზოგადოებრივი პალატის წევრის ჰენრი სარდარიანის თქმით, უმაღლესების უმეტესობა იმ სტუდენტებს, რომლებიც წონადი მიზეზის გარეშე იტყვიან უარს ვაქცინაციაზე, სწავლების ინდივიდუალურ გეგმას შესთავაზებს.  
„ის სტუდენტები, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ ვაქცინაცია, რომლებსაც არ აქვთ ანტისხეულები და ამ მიმართულებით არანაირი ზომის მიღებას არ გეგმავენ, ლექციებზე არ დაიშვებიან. მათთვის უბრალოდ დისტანციური სწალება კი არ იქნება, რომ პირდაპირ ჩაერთონ ლექციებს, არამედ დაინერგება სწავლების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც უკვე სულ სხვა მოთხოვნებს გაითვალისწინებს“, — განმარტა მან.
სარდარიანმა აღნიშნა, რომ სტუდენტებისა და უმაღლესების თანამშრომლების ვაქცინაცია კვლავაც ნებაყოფლობითია, თუმცა მის გარეშე ნორმალურ ცხოვრებაზე გადასვლა შეუძლებელია.
მისი თქმით, უმაღლესების უმეტესობაში უკვე დაინერგა სისტემა, რა დროსაც ერთი სტუდენტის დაავადების შემთხვევაში მთელი მისი აკადემიური ჯგუფი კარანტინზე გადავა, ხოლო ლექციები „უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გადავა დისტანციურ ფორმატზე“.
რუსეთის საზოგადოებრივმა პალატამ გამოკითხვა ჩაატარა რუსეთის უდიდეს უმაღლეს სასწავლებლებში და გაარკვია, რომ მათი უმეტესობა უცხოელი სტუდენტების ლექციებზე დასწრების მომხრეა. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი, უმაღლესი ეკონომიკური სკოლა, ურალის ფედერალური უნივერსიტეტი, ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, საფინანსო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა ახალი ამბავი
0