რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა გამარტივდა: სუპერსერვისი უცხოელებისთვის

© photo: Sputnik / Ilya Averianov / ფოტობანკში გადასვლასტუდენტები
სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
„როსსოტრუდნიჩესტვოში“ უცხოელი აბიტურიენტების მისაღები კამპანიის შუალედურ შედეგებზე ისაუბრეს. უცხოელები პირველად შეძლებენ მთელი პროცესის დისტანციურად გავლას.

დანარა კურმანოვა, Sputnik

რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტით უფასო განათლების მისაღებად უცხოელი აბიტურიენტების შერჩევის მიზნით რუსეთის უნივერსიტეტები ყოველწლიურად ატარებენ კონკურსს. თუმცა ამჯერად მისაღები კამპანია მნიშვნელოვნად შეიცვალა – უცხოელები, რომელთაც რუსეთში სწავლა სურთ, პირველად შეძლებენ შერჩევის მთელი პროცედურის გავლას დისტანციურად. საამისოდ ისინი სპეციალურ საგანმანათლებლო სუპერსერვისზე უნდა დარეგისტრირდნენ.

მისაღები კამპანია 20 იანვარს დაიწყო და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. „როსსოტრუდნიჩესტვოში“ სხვადასხვა ქვეყნიდან აბიტურიენტების განაცხადების დიდი ნაკადი დაფიქსირდა. რას წარმოადგენს სუპერსერვისი და როგორ უადვილებს ის დსთ-ის ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრას, ამაზე Sputnik გიამბობთ.

რას იძლევა სუპერსერვისი

სუპერსერვისი – ეს არის ონლაინ–პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც უცხოელ აბიტურიენტებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა რუსეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. როგორც Sputnik-ს „როსსოტრუდნიჩესტვოში“ აუხსნეს, აღნიშნული მექანიზმი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოქმედებს.

ნიკოლაი სვენტიცკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
როგორ ჩააბარონ ქართველმა აბიტურიენტებმა რუსეთის უნივერსიტეტებში: დეტალური ინსტრუქცია

ამჟამად სისტემა საცდელ რეჟიმში მუშაობს, წლის ბოლომდე კი ის სრულად ამოქმედდება. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სუპერსერვისის წყალობით, შესაძლებელია ყველა დოკუმენტის წარდგენა სახლიდან გაუსვლელად. საკმარისია მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება. უახლოეს მომავალში კი პლატფორმაზე რუსეთის ყველა ქალაქისა და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ სრული ინფორმაცია აიტვირთება. სერვისზე გამოქვეყნდება ასევე ვაკანსიები უცხოელებისთვის და დასაქმების მსურველი სტუდენტები სპეციალობით მუშაობის შესაძლებლობასაც მიიღებენ.

ამ მომენტისთვის სუპერსერვისი ხელმისაწვდომია რუსულ და ინგლისურ ენებზე. მაგრამ იგეგმება სხვა ენების დამატებაც, რათა პოტენციურმა უცხოელმა აბიტურიენტებმა უნივერსიტეტების შესახებ სრული საჭირო ინფორმაციის მიღება მშობლიურ ენაზე შეძლონ.

ხარვეზების აღმოფხვრა და პრობლემების გადაწყვეტა

მთავარი სირთულე, რომელსაც უცხოელი სტუდენტები აწყდებიან, მიგრაციული პოლიტიკის დეტალებია. ყველა ქვეყნისთვის ცალკე წესები მოქმედებს: ზოგს ვიზა სჭირდება, ზოგისთვის უბრალოდ მიგრაციულ აღრიცხვაზე დადგომაა საკმარისი, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის მოგვარება დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთში. ყველა ამ საკითხზე კონსულტაციის მიღება წინასწარ სუპერსერვისის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ეძლევა

ონლაინ–პლატფორმის ამოქმედება შეამცირებს მრავალ ბარიერს, რომელიც ადრე ნიჭიერ ახალგაზრდებს ხშირად პრობლემებს უქმნიდა და უმაღლესებში მოსახვედრად საჭირო იყო კონკურსის შუალედური ეტაპების არანაკლებ ხუთჯერ გავლა. მაგრამ ყველა აბიტურიენტი არ ცხოვრობს ქალაქებში, სადაც „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ფილიალებია. მაგალითად, სოფელში მცხოვრები სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის ყოველ ჯერზე ქალაქში გამგზავრება და შესაბამისი ფინანსური ხარჯის გაღება იყო აუცილებელი. ახლა კი დოკუმენტების წარდგენა, ტესტირების გავლა და ვიდეოგასაუბრება სათანადო აპლიკაციის მეშვეობით, მობილური ტელეფონითაც შეიძლება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ-ფორმატი ყველა პოტენციური სტუდენტისთვის არ არის ხელსაყრელი, განსაკუთრებით, თუ სახლში ტესტის ჩაბარების პირობები არ არის, ან მას ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. ასეთი შემთხვევებისთვის პირისპირ გასაუბრების პრაქტიკა კვლავ იმოქმედებს. 

პანდემიის პლუსები

ორ კვირაში სუპერსერვისზე 20 ათასზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა. მათი თითქმის 40% ახლო საზღვარგარეთიდანაა.

დსთ-ის ქვეყნებში რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. ამჟამად პანდემიის პირობებში ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან სტუდენტები ხედავენ, როგორ ორგანიზებულად უმკლავდება რუსეთი პანდემიას, მართავს სასწავლო პროცესს.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
ბრიფინგი: როგორ შეძლებს ქართველი ახალგაზრდობა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას

უცხოელ სტუდენტებს შორის პოპულარულია მედიცინასთან დაკავშირებული მიმართულებები. სტატისტიკის თანახმად, რომელიც „როსსოტრუდნიჩესტვომ“ Sputnik-ს მიაწოდა, ყველაზე მაღალი მოთხოვნის პროფესიებს შორის მოხვდა სამკურნალო საქმე და სტომატოლოგია.

მაგალითად, ონლაინ-შერჩევის ბევრი მონაწილეა – სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ რუსეთის უნივერსიტეტებში და სურთ სწავლის გაგრძელება ისევ რუსეთში. განაცხადების საერთო რაოდენობის 13%, მაგალითად, სამაგისტრო პროგრამებია. ამ კატეგორიაში შერჩევის ერთ-ერთი მონაწილეა დანილ ნიკულენკო საქართველოდან. ამჟამად დანილი ამთავრებს ბაკალავრიატის პროგრამას და სურს სწავლის გაგრძელება იმავე უნივერსიტეტში იმავე სპეციალობით მაგისტრატურაში.

„გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება რუსეთში, რადგან მომწონს სწავლების სისტემა, აქ ბევრი მეგობარი მყავს, – ამბობს იგი. – ამიტომ სუპერსერვისზე დავრეგისტრირდი და დოკუმენტები თებერვლის დასაწყისში შევიტანე. მოსახერხებელია: სწრაფად ვიპოვე ვებ-გვერდი, განაცხადის შეტანა იოლია, მითითებულია ყველა კონტაქტი, თუ ინფორმაციის მიღებაა საჭირო. იმედი მაქვს, შესარჩევ კონკურსს გავივლი და სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გავაგრძელებ“.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური