ლგბტ თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულთა უმრავლესობა გაათავისუფლეს

© Sputnik / STRINGERაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
23 დაკავებულიდან სასამართლოს წინაშე მხოლოდ სამი წარდგება. მათ წარდგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გადაწყვეტილებას გამოუტანენ.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა პოლიციასთან შეტაკების დროს დაკავებული 23 ადამიანიდან 20 ხელწერილით გაათავისუფლეს, განუცხადეს შსს-ს პრეს-სამსახურში „Sputnik-საქართველოს“.
სამი ადამიანი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, მასმედიის ინფორმაციით, მათ საქმეზე სასამართლო პროცესი უახლოეს დროს დაინიშნება.
შეტაკებები ლგბტ თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
შეტაკებები ლგბტ თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე – ვიდეო
„პრაიდის კვირეულის" ფარგლებში პირველი ღონისძიების გამართვის ადგილზე 1 ივლისს ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ დარბაზში შეჭრას, სადაც კინოჩვენება მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ შეძლეს. მაშინ მათ სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს მათი მისამართით, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა.
პირველივე ნახევარ საათში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დამუმორჩილებლობის გამო 11 ადამიანი დააკავეს, ღონისძიების ბოლოს მათი რაოდენობა უკვე 23 გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა" სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გეგმის მიხედვით 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით" უნდა დასრულდეს.
„თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ კონსერვატიული და რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები გამოდიან. ისინი „ღირსების მარშის" აკრძალვას მოითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0