შეტაკებები ლგბტ თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე – ვიდეო

გამოწერა
კინოჩვენება, რომლითაც ლგბტ თემის უფლებადამცველების ღონისძიებების კვირეული უნდა გახსნილიყო, საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა – დემონსტრანტები შენობაში შეღწევას და ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ.
აქციის მონაწილეებმა ჯერ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, შემდეგ კი შენობებს ქვები დაუშინეს. ქვების ნაწილი ჟურნალისტებს მოხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ გამართა სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის კვირეული, რომელიც 5 ივლისს „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს.
პოლიციამ სულ 20 ადამიანი დააკავა. მანამდე შსს-ში განაცხადეს, რომ მიიღებდნენ ზომებს, რათა ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარებულიყო.
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები, რომლებიც „ღირსების მარშის“ გაუქმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან.
ყველა ახალი ამბავი
0