კალაშნიკოვა უიმბლდონზე წინ მიიწევს, ბასილაშვილი ტურნირს დაემშვიდობა

© courtesy of Oxana Kalashnikovaოქსანა კალაშნიკოვა
ოქსანა კალაშნიკოვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
კალაშნიკოვა-გრაჩოვას დუეტმა პირველი შეხვედრა ორ სეტში მოიგო. ისინი შემდეგ ეტაპზე დიასი-როდიონოვას წყვილს შეხვდებიან.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. უიმბლდონის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგის პირველ რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ პირველი შეხვედრა მოიგო.
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირზე რუს ვარვარა გრაჩოვასთან ერთად ასპარეზობს. ოქსანა-ვარვარას დუეტი პირველ წრეში სამანტა მარეისა და ნაიხტა ბეინსის წყვილს დაუპირისპირდა. შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა, რა დროშიც კალაშნიკოვამ და გრაჩოვამ მეტოქე წყვილი 6:3, 6:4 დაამარცხეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ურთულესი მატჩი ყოფილ ჩემპიონთან - ბასილაშვილი უიმბლდონს დაემშვიდობა
კალაშნიკოვა-გრაჩოვას წყვილი შემდეგ შეხვედრას 1/16-ფინალურ ეტაპზე ყაზახი ზარინა დიასისა და ავსტრალიელი არინა როდიონოვას წინააღმდეგ გამართავს. ამ მოთამაშეებმა პირველ ეტაპზე ყველასთვის მოულოდნელად მეორე ნომრად განთესილი ბაბოში/მლადენოვიჩის წყვილი დაამარცხეს.
უიმბლდონს უკვე დაემშვიდობა ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველი ჩოგანი თავდაპირველად ერთეულთა თანრიგში ლეგენდარულ ენდი მარისთან დამარცხდა. ბასილაშვილმა გამარჯვება ვერც წყვილებში მოიპოვა, სადაც რადუ ალბოტთან იყო შეწყვილებული. ქართველისა და მოლდოველის დუეტმა 1/32 ფინალში შეხვედრა იტალიელ ტრავალიასა და უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩთან დათმო. წყვილებს შორის დაპირისპირება ანგარიშით 6:3, 2:6, 2:6 დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0