ურთულესი მატჩი ყოფილ ჩემპიონთან - ბასილაშვილი უიმბლდონს დაემშვიდობა

© AP Photo / Adam Hungerნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიბლდონის პირველი შეხვედრა ოთხ სეტში შოტლანდიელ ენდი მარისთან დათმო. ბრიტანელი ჩოგბურთელი მეორე ეტაპზე კვალიფიკანტებს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ჩემპიონატს პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა.

საქართველოს პირველი ჩოგანი საწყის ეტაპზე მასპინძელ ენდი მარის შეხვდა და შეხვედრა ოთხ სეტში ანგარიშით 6:4, 6:3, 5:7, 6:3 დათმო. 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩი საკმაოდ ცუდად დაიწყო. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თავდაპირველად საკუთარი ჩაწოდებების ხარჯზე მოახერხეს ქულების დაგროვება, თუმცა დასკვნით ფაზაში ბრიტანელმა ნიკოლოზის ჩაწოდების მოგება შეძლო და შეხვედრაში დაწინაურდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკით დათმო მეორე სეტიც და ენდი მარი უკვე მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

ყველაზე საინტერესო გამოდგა შეხვედრის მესამე სეტი, სადაც ბასილაშვილი ანგარიშით 5:0 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელმა იდეალური თამაშის ხარჯზე ზედიზედ შვიდი გეიმის მოგება შეძლო და სეტებში სხვაობა შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მეოთხე სეტში ფსიქოლოგიური უპირატესობა მოპოვებული ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მან მატჩში დასარჩენად ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და საბოლოო ანგარიში (3:1) დაფიქსირდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ენდი მარიმ, სადაც მან ბასილაშვილზეც ისაუბრა.

„ჩემი მეტოქე მსოფლიოს 28-ე ჩოგანი იყო, მე კი სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ მქონდა, თუმცა მაინც მოვუგე. მესამე სეტის მერე გასახდელში დამარცხებული წასვლა დიდი დარტყმა იყო. ძალიან განაწყენებული ვიყავი და იმაზე ვფიქრობდი, ის თამაში როგორ დამებრუნებინა", - განაცხადა ენდი მარიმ.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ენდი მარი უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულია და წარსულში ATP-ის რეიტინგსაც ლიდერობდა, ახლა კი 118-ე პოზიციას იკავებს. შოტლანდიელი სპორტსმენი დიდი სლემის შემდეგ ტურში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ოსკარ ოტესა (გერმანია) და ფრანგ არტურ რინდერკნეხს შორის უკეთესს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0