ბრაზილიამ ქალებზე ფსიქოლოგიური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად ცნო

© photo: Sputnik / Stringerძალადობა ქალზე
ძალადობა ქალზე  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
მანამდე ჯანმომ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ხდება ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების მხრიდან.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატამ ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობა დანაშაულად ცნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ერთხმად დაამტკიცა, იუწყება პორტალი G1.
ძალადობა ქალზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მსოფლიოს ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია: ჯანმოს ახალი ანგარიში
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
კანონპროექტის ტექსტის თანახმად, დანაშაულად მიიჩნევა „ქალისთვის ემოციური ზიანის მიყენება, რომელიც მას ხელს უშლის სრულფასოვან განვითარებაში, ან მიზნად ისახავს ქალის დამცირებას თუ კონტროლის დამყარებას მის ქმედებებზე, საქციელზე, რწმენასა თუ გადაწყვეტილებებზე მუქარის, დაშინების, დამცირების, მანიპულაციების, იზოლირების, შანტაჟის, დაცინვის, გადაადგილების თავისუფლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვის გზით, და რაც ზიანს აყენებს მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და თვითგამორკვევას“.
„ეს ინიციატივა, რომელიც ქალების დაცვისა და მათ მიმართ ძალადობის აღკვეთის ძალისხმევებში შედის, ოჯახში აგრესიის აღკვეთაში დაგვეხმარება“, — მიაჩნია კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს როზი დი ფრეიტასს.     
აღინიშნება, რომ ამგვარი დანაშაულისთვის პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობა შეეფარდება ან ფულადი ჯარიმა დაეკისრება.
ამასთან ერთად პარლამენტმა ოთხ წლამდე გაზარდა პატიმრობის მაქსიმალური ვადა ქალისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0