მსოფლიოს ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია: ჯანმოს ახალი ანგარიში

© photo: Sputnikძალადობა ქალზე
ძალადობა ქალზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
НовостиTelegram
ჯანმოს ანგარიშის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა დაახლოებით 15 წლიდან იწყება და 25 წლის ასაკში ყოველ მეოთხე ქალს უკვე აქვს სამწუხარო გამოცდილება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ხდება ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების, მათ შორის, პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა პანდემიის პერიოდში, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.

ხალხი ქალაქის ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: ქუჩებს სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიცია გააკონტროლებს

ამასთან, ჯანმოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა „შემაშფოთებლად ადრეულ ასაკში“ იწყება და ეს მაჩვენებელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში უკეთესობისკენ არ იცვლება.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 15-დან 24 წლამდე ასაკის ყოველ მეოთხე ქალს უკვე აქვს პარტნიორის მხრიდან ძალადობის სამწუხარო გამოცდილება.

„ქალთა მიმართ ძალადობა, რაც ტანჯვას აყენებს მილიონობით ქალს და მათ ოჯახებს, დამახასიათებელია თითოეული ქვეყნისა და კულტურისთვის და ის კიდევ უფრო ღრმავდება COVID-19-ის პანდემიის პირობებში“, — აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი წილი ღარიბ ქვეყნებზე მოდის. ამ მხრივ გამოირჩევიან: ფიჯი, პაპუა–ახალი გვინეა, ბანგლადეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ავღანეთი.

© video : Sputnik / Anna Anastasiadi, Vladimir Umikashvili"მომისმინე!": ქართველი ქალები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ
მსოფლიოს ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია: ჯანმოს ახალი ანგარიში - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
"მომისმინე!": ქართველი ქალები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

ქალებზე სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (დაახლოებით 23% მთელი ცხოვრების განმავლობაში) ევროპაში დაფიქსირდა.

ანგარიშის თანახმად, ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალების მიმართ მთელ მსოფლიოში — პარტნიორის მხრიდან სასტიკი მოპყრობაა (დაახლოებით 641 მლნ ქალი).

რაც შეეხება არაპარტნიორი მამაკაცების ძალადობას ქალებზე, დარეგისტრირებული მონაცემებით, ამის მსხვერპლი დაახლოებით მსოფლიოს ქალების 6%-ია. თუმცა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად მაღალიც იყოს, ვინაიდან ამგვარი ძალადობის მსხვერპლი ქალები ყოველთვის არ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს და სექსუალური ძალადობის ყველა ფაქტი არ რეგისტრირდება.

ყველა ახალი ამბავი
0