სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: ქუჩებს სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიცია გააკონტროლებს

CC0 / Image by Free-Photos on Pixabay / ხალხი ქალაქის ქუჩაში
ხალხი ქალაქის ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
პოლიციამ უკვე გაიარა სწავლება, თუ როგორ გამოავლინონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ბრიუსელის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიცია გააკონტროლებს, რათა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები აღკვეთოს, წერს ქალაქის ბურგომისტრი ფილიპ კლოზი Twitter-ზე.

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
გადაწყვეტილება გამოტანილია: სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ 17 მილიონ დოლარს გადაუხდიან

ბრიუსელის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის ოლივიე სლოსის თქმით, თავდაპირველად პოლიციელები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გააძლიერებენ ყურადღებას, დააფიქსირებენ სექსუალური ძალადობის ფაქტებს და შეადგენენ ოქმებს.

„ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ პოლიციის თანამშრომლების სწავლება, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის შემთხვევები ქუჩაში, როგორ უნდა იზრუნონ მსხვერპლზე და როგორ შეადგინონ ოქმები“, — აღნიშნა სლოსმა სააგენტო Belga-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, პოლიციას ბევრი მტკიცებულება აქვს იმის თაობაზე, რომ ქალები ხშირად აწყდებიან საზოგადოებრივ ადგილებში მათ მიმართ სექსუალურ ძალადობას, თუმცა იშვიათად მიმართავენ პოლიციას. ხოლო როცა მიმართავენ, დამნაშავის დადგენა შეუძლებელია.   

  • „ჩვენი ადგილზე ყოფნა აუცილებელია, რათა ასეთი შემთხვევები დავაფიქსიროთ“, — განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა.

ბელგიის პროკურატურა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება ასეთი სახის დარღვევებს და პოლიციისგან მიღებულ ოქმებს სწრაფად და დეტალურად შეისწავლის, რათა მუშაობა ეფექტური და შედეგიანი იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0