ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnikმათხოვარი
მათხოვარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
მატერიალურ მოგებას 37 წლის მამაკაცი სხვა ადამიანის ექსპლუატაციის გზით იღებდა – მას მათხოვრობას აიძულებდა და მოგროვებულ ფულს მთლიანად ისაკუთრებდა.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებით თბილისში 37 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ყვარელში ტრეფიკინგის შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 45 წლის მამაკაცს მათხოვრობას სისტემატურად აიძულებდა.
დაზარალებული მოწყალებას ყოველდღე ითხოვდა, მოგროვებულ ფულს კი ბრალდებული ისაკუთრებდა.
შსს-მ გაავრცელა ბრალდებულის სატელეფონო საუბარი მსხვერპლთან, სადაც ისმის, როგორ მოითხოვს ის საჭირო თანხის სასწრაფოდ შეგროვებას ნარკოტიკისთვის.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადამიანებით ვაჭრობის მუხლით, რომელიც 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0