ინტერნეტში ახალი სოციალური ქსელი გაჩნდა: ვისია GETTR

© photo : Pixabay / LoboStudioHamburgდანართები მობილურ ტელეფონში
დანართები მობილურ ტელეფონში  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ახალი სოციალური ქსელების დანართი, რომელიც ამ დროისათვის სატესტო რეჟიმში მუშაობს, უკვე დევს App Store-ზე და მისი გადმოწერა შესაძლებელია.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ინტერნეტში ახალი სოციალური ქსელი გაჩნდა სახელწოდებით GETTR, რომელიც ძალიან ჰგავს Twitter-ს, წერს სააგენტო Reuters.
​მათი მონაცემებით, GETTR-ის სათავეში დონალდ ტრამპის ყოფილი პრეს-მდივანი ჯეისონ მილერი დგას. იმავეს ადასტურებს თავისუფალი ინტერნეტ-ენციკლოპედია „ვიკიპედიაც“, სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა ჩანაწერი ახალი სოციალური ქსელის შესახებ.
ამ დროისათვის GETTR-ის დანართი, რომელიც ბეტა-ტესტირების სტადიაზეა, უკვე არის App Store-ზე. როგორც მის აღწერილობაშია ნათქვამი, ეს არის „მიუკერძოებელი სოციალური ქსელი მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის“.
პლატფორმა ძალიან ჰგავს Twitter-ს ახალი ამბების ლენტითა და კომენტარების გაკეთებისა თუ პოსტების დადების ფუნქციებით, აქვს მსგავსი საძიებო ფუნქციაც.
სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
„ბოროტი ქსელები“: ტრამპი ქვეყნებს Facebook-ისა და Twitter-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს
აქვს თუ არა GETTR-თან კავშირი დონალდ ტრამპს, ან რა დონითაა ჩართული ის ამ სიახლეში, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა სოციალურ ქსელში უკვე არის „ტრამპის გუნდის“ აკაუნტი, რომელზეც სამი პოსტია გამოქვეყნებული — ექს-პრეზიდენტის ფოტოებითა და ტექსტებით, რომლებშიც ტრამპს ხოტბა აქვს შესხმული, ხოლო მის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებენ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვარში, ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შემდეგ, სოციალურმა ქსელებმა, მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა, სამუდამოდ დაბლოკეს დონალდ ტრამპის აკაუნტები, დასდეს რა ექს-პრეზიდენტს ბრალი კაპიტოლიუმზე შეტევის წაქეზებაში.
ყველა ახალი ამბავი
0