„ბოროტი ქსელები“: ტრამპი ქვეყნებს Facebook-ისა და Twitter-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს

© Pixabay / Photo: LoboStudioHamburg / Pixabayსოციალური ქსელები
სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
აშშ-ის ყოფილი ლიდერი ნანობს, რომ თავისი პრეზიდენტობის დროს არ აკრძალა სოციალური ქსელები და ამაში მარკ ცუკერბერგს ადანაშაულებს.

თბილისი, 9 ივნისი − Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, მიბაძონ ნიგერიას და აკრძალონ საკუთარ ტერიტორიებზე სოციალური ქსელები Twitter და Facebook. ამის შესახებ წერს გამოცემა Forbes.

„ბევრმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი იმის გამო, რომ ისინი თავისუფლად და ღიად საუბრის უფლებას არ იძლევიან. <...> ვინ არიან ისინი, რომ გვიკარნახონ [რა არის] ბოროტება და სიკეთე, თუ ისინი თავად არიან ბოროტები? შესაძლოა ეს მაშინ უნდა გამეკეთებინა, როცა პრეზიდენტი ვიყავი“, − განაცხადა ტრამპმა.

თუმცა იქვე განმარტა, რომ აღნიშნული პლატფორმების ბლოკირება თავის დროზე იმის გამო ვერ მოახერხა, რომ „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, რომელიც „ხშირად რეკავდა და სტუმრობდა თეთრ სახლში გამართულ ვახშმებს“, გამუდმებით აქებდა დონალდ ტრამპს.

Google - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
„გუგლმა“ მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ენა იპოვა და ბოდიში მოიხადა

5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნიგერიის მთავრობამ ქვეყანაში Twitter-ის მუშაობა შეაჩერა, რამაც კომპანიის შეშფოთება გამოიწვია.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურმა ქსელმა ნიგერიის პრეზიდენტ მოჰამადუ ბუჰარის პოსტი წაშალა და მისი აკაუნტი 12 საათით დაბლოკა. ხსენებულ პოსტში ბუჰარი სეპარატისტებს სასჯელით ემუქრებოდა სახელმწიფო შენობებზე თავდასხმის გამო, სოციალური ქსელის ალგორითმმა კი შეტყობინება შეურაცხმყოფელად ჩათვალა და პრეზიდენტის აკაუნტი დაბლოკა.

ყველა ახალი ამბავი
0