უცხოელი გამომცემლები თბილისში ლიტერატურულ ფორუმზე შეიკრიბებიან

© photo: Sputnik / Stringerმწერალთა სახლი
მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ფორუმი ორიენტირებულია ქართული ლიტერატურის თარგმანების ხელშეწყობაზე და საქართველოში საგამომცემლო საქმის განვითარებაზე.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისში 6 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით რიგით მე-11 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია.
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
„ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ - განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს
ფორუმი ფოკუსირებულია საერთაშორისო მასშტაბით ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდასა და მათი ნაწარმოებების საავტორო უფლებების გაყიდვაზე, ასევე, მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობასა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაზე.
წელს თბილისის ლიტერატურულ ფორუმს ეწვევიან ისეთი გამომცემლობების წარმომადგენლები, როგორიცაა Grasset Editions, Actes Sud Marsilio, Editori Belfond, Editions Belleville, Editions éditions du typhon და BAM Agency.
სტუმრებისთვის დაგეგმილია სპეციალური პროგრამა: შეხვედრები ქართველ ავტორებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროგრამაშია ასევე ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში, კულტურული ტური ძველ თბილისში და სხვა.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში 2011-2020 წლებში საქართველოს ეწვია საგამომცემლო საქმის 150 პროფესიონალი სხვადასხვა ქვეყნიდან, შედეგად რამდენიმე საავტორო უფლება უცხოეთში გაიყიდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0