https://sputnik-georgia.com/20210701/prezidenti-zurabiSvili-miuRebelia-Zaladoba-252181297.html
პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობის ყველანაირი ფორმა
პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობის ყველანაირი ფორმა
Sputnik საქართველო
ამ ქვეყანაში თითოეულს აქვს სიტყვის თავისუფლება და თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობა, მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი. 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T13:29+0400
2021-07-01T13:29+0400
2021-10-19T18:00+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251837586_0:29:1280:749_1920x0_80_0_0_649655c25dcbbeb33c507583a9135230.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ძალადობისა და სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში „პრაიდის კვირეულს".გარდაუვალი შფოთი: საპატრიარქო „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს>>მისი განცხადებით, ძალადობა და ზეწოლა დაუშვებელია და ეს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა.სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ტოლერანტობა ქართველი ერის იდენტობის ნაწილია.ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა>>„ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში", – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები აქციისთვის ხელის შეშლას აპირებენ. კონტრაქციის მონაწილეებს წინა დღეს, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსერვატიული პარტია "ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას „გარყვნილების პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღება მოსთხოვა.ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქოც.კალაძე: „პრაიდის კვირეულის“ გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია>>ამავდროულად არასამთავრობო სექტორმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, ქვეყნის შსს-ს მოუწოდეს, მიიღოს ყველა ზომა ძალადობისა და არეულობის აღსაკვეთად.
https://sputnik-georgia.com/20210629/kuWava-praidis-kvireulze-252158499.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251837586_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_d12ff3aa9606e679d216a54198fa804b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო
პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობის ყველანაირი ფორმა
13:29 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ამ ქვეყანაში თითოეულს აქვს სიტყვის თავისუფლება და თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობა, მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ძალადობისა და სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია. ასე
გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში „პრაიდის კვირეულს".
მისი განცხადებით, ძალადობა და ზეწოლა დაუშვებელია და ეს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა.
„ეს მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის", – განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ტოლერანტობა ქართველი ერის იდენტობის ნაწილია.
„ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში", – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები აქციისთვის ხელის შეშლას აპირებენ. კონტრაქციის მონაწილეებს წინა დღეს, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსერვატიული პარტია "ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას „გარყვნილების პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღება მოსთხოვა.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქოც.
ამავდროულად არასამთავრობო სექტორმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, ქვეყნის შსს-ს მოუწოდეს, მიიღოს ყველა ზომა ძალადობისა და არეულობის აღსაკვეთად.