საქართველოს პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

© photo: Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას და საფუძველს ჩაუყრის საკუთარ პროფესიულ წარმატებას", – წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.
აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც. „გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ჩვენი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რეა“, – მიმართა მან აბიტურიენტებს.
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
ჩხენკელი აბიტურიენტებს: განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.
საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი, მათგან 11 – თბილისში, სამ-სამი – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი – ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0