https://sputnik-georgia.com/20210701/miwebis-TaRliTuri-daufleba-prokuraturam-sam-pirs-brali-warudgina-252187994.html
მიწების თაღლითური დაუფლება: პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა
მიწების თაღლითური დაუფლება: პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
ბრალდებულები სოფელ წოდორეთში არსებულ მიწის ნაკვეთებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაეუფლნენ, მათ ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T20:07+0400
2021-07-01T20:07+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/65/233816572_0:21:1500:870_1920x0_80_0_0_29f1ee65e754e6fd0570d2c147f42929.jpg
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სოფელი წოდორეთი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე მიწის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 55 დოლარიდან 90 დოლარამდე მერყეობს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით წოდორეთში მდებარე მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ. საუბარია დაახლოებით 8 ათასი კვ. მ მიწის ნაკვეთებზე, თითოეული მათგანის ღირებულება კი ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. საერთო ჯამში ბრალდებულებმა სახელმწიფო დაახლოებით 1,27 მილიონი ლარით აზარალეს.სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გუშინ დააკავეს. მათ ბრალდება თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აღნიშნული მიწის ნაკვეთები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებულია.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
https://sputnik-georgia.com/20210622/yalbi-sabuTebi-da-e-w-atkatebi-saqarTveloSi-TaRliTebis-jgufi-daakaves-252096915.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/65/233816572_0:0:1500:942_1920x0_80_0_0_ff4a14094a9f5e049f623aa3b21a4328.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მიწების თაღლითური დაუფლება: პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა
20:07 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ბრალდებულები სოფელ წოდორეთში არსებულ მიწის ნაკვეთებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაეუფლნენ, მათ ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
სოფელი წოდორეთი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე მიწის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 55 დოლარიდან 90 დოლარამდე მერყეობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით წოდორეთში მდებარე მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ. საუბარია დაახლოებით 8 ათასი კვ. მ მიწის ნაკვეთებზე, თითოეული მათგანის ღირებულება კი ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. საერთო ჯამში ბრალდებულებმა სახელმწიფო დაახლოებით 1,27 მილიონი ლარით აზარალეს.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გუშინ დააკავეს. მათ ბრალდება თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული მიწის ნაკვეთები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებულია.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.