ყალბი საბუთები და ე.წ. ატკატები: საქართველოში თაღლითების ჯგუფი დააკავეს

© photo: Sputnikდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
Yandex newsTelegram
ბრალდებულები დასაქმების ფაქტის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და „ატკატებს“ იღებდნენ.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერნეტ-თაღლითები: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2020
ინტერნეტ-თაღლითები: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

გამოძიებით დგინდება, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბრალდებულები 2021 წლის იანვარ-თებერვალში მოქალაქეების ინდმეწარმესთან დასაქმების დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. ეს კეთდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მისაღებად.

ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. ატკატის სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს.

აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10.200 ლარს.

„გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი და მათ მიმართ ტარდება სათანადო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
თანხა გემზე დასაქმების სანაცვლოდ – თაღლითობის ფაქტი აჭარაში

გამოძიებას სუსის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიან კომპენსაციებს იღებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0