ინტერნეტ-თაღლითები: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიინტერნეტ-თაღლითები: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ინტერნეტ-თაღლითები: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ-სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ისევ გრძელდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას ხვდებათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა.

„გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მისაღებად პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. შეტყობინებებში დამატებით მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა... ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავება - Sputnik საქართველო
კიბერდანაშაულის სქემა გახსნილია: დაკავებულია ორი პირი

ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.

ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მიერ ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.

ფიშინგის დროს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებ-გვერდზე შედის/გადადის, სადაც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს და ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებ-გვერდის/ინტერნეტ-ბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:

Lamborghini Huracan Evo Spyder - Sputnik საქართველო
თაღლითმა ანტიკრიზისული ფონდის ფულით „ლამბორგინი“ იყიდა

  • არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება;
  • გადაამოწმეთ ვებ-მისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას;
  • უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს;
  • შეაფასეთ ვებ-გვერდის შიგთავსი. ყალბი ვებ-გვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებ-გვერდის მსგავსი იყოს;
  • გადაამოწმეთ ვებ-გვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებ-გვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებ-მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია;
  • გადახდის სანდო წყარო. ოფიციალური ვებ-გვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის მეშვეობით. თუ ვებ-გვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებ-გვერდია.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე" – 2 406 406.

 

ყველა ახალი ამბავი
0