https://sputnik-georgia.com/20210701/dakarguli-deda-Svili-31-wlis-Semdeg-Sexvda-erTmaneTs-252185343.html
დაკარგული დედა და შვილი 31 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს: ემოციური ვიდეო
დაკარგული დედა და შვილი 31 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს: ემოციური ვიდეო
Sputnik საქართველო
მუხლებზე დაჩოქილი ახალგაზრდა კაცი ძლივს ნაპოვნ, აქვითინებულ დედას წყალს აწვდიდა, ფეხებში უვარდებოდა და გულში იხუტებდა, თვითმხილველები კი ცრემლს ვერ... 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T16:21+0400
2021-07-01T16:21+0400
2023-11-10T15:02+0400
წასაკითხი ამბები
ახალი ამბები
ნამდვილი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/89/248208912_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_aa2531dbf789b6e445f4e993e426e493.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 31 წლის წინ დაშორებული დედა-შვილი რამდენიმე დღის წინ პირველად შეხვდა ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ისინი ადამიანებით მოვაჭრეებმა მონობაში გაყიდეს, იუწყება Daily Mail.შემთხვევა ჩინეთში მოხდა.გამოცემის ინფორმაციით, 1990 წელს სამი წლის ტაო სიაობინი დედასთან ჩჟოუ ცზიაინთან ერთად გაიტაცეს მათივე მეზობლებმა და შანდუნის პროვინციაში გაყიდეს მონებად. რამდენიმე თვის შემდეგ ქალმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ შვილის თან წაყვანა ვერ შეძლო. ქალმა განგაში ატეხა და გარკვეული ხნის მერე უკან დაბრუნდა ტაოს წასაყვანად, მაგრამ სახლში, სადაც ის მონად ჰყავდათ, უკვე აღარავინ იყო. ამასთან სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ქალი იქიდან გაეგდოთ. უფრო მეტიც, მაშინ არც ადგილობრივ ხელისუფლებას შეუწუხებია თავი დიდად იმისთვის, რომ გატაცების საქმე გაეხსნა, და ქალმა შვილის პოვნა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო.ტაო კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იყო მონობაში ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ბავშვებსა და მოხუცებს უვლიდა. თუმცა ბოლოს ის მაინც გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ბიჭი ერთმა ადგილობრივმა წყვილმა იშვილა.გამოცემის ცნობით, ტაოს მშვილებლებს არ უნდოდათ, რომ მას ბიოლოგიური დედა ეპოვა — შვილობილის დაკარგვისა ეშინოდათ და ამიტომ ბიჭს ძებნაში არ ეხმარებოდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ტაო ახალ ოჯახში თავს კარგად გრძნობდა, როგორც თავად თქვა, ბიოლოგიური დედა არასდროს დავიწყებია. მას ძალიან უნდოდა დედის პოვნა, მაგრამ სანამ უნივერსიტეტში სწავლობდა, არ იცოდა საიდან დაეწყო საქმე.წლების შემდეგ ტაომ, როდესაც თავადაც ოჯახს მოეკიდა და მამა გახდა, გადაწყვიტა, რომ დადგა დედის მოძებნის დრო და დახმარებისთვის რამდენიმე პროვინციის მოხალისე მაძიებლებს მიმართა.საბოლოოდ მოხალისეებმა ჩჟოუ ცზიაინის ადგილსამყოფელს გუიჩჟოუს პროვინციაში მიაგნეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დნმ-ექსპერტიზამ მისი და ტაოს ბიოლოგიური, სისხლისმიერი ნათესაობა დაადასტურა, დედა და შვილი ერთმანეთს შეხვდა. ეს იყო მათი პირველი ჩახუტება 31 წლის შემდეგ, რასაც მძიმე, თუმცა სასიხარულო ემოციები ახლდა.
https://sputnik-georgia.com/20200625/ucnobi-deda-Svilis-Sexvedra-42-wlis-Semdeg-248826517.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/89/248208912_91:0:1796:1279_1920x0_80_0_0_f473e8c7a462834efa736a771ad8ae76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, ახალი ამბები, ნამდვილი ამბები
წასაკითხი ამბები, ახალი ამბები, ნამდვილი ამბები
დაკარგული დედა და შვილი 31 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს: ემოციური ვიდეო
16:21 01.07.2021 (განახლებულია: 15:02 10.11.2023) მუხლებზე დაჩოქილი ახალგაზრდა კაცი ძლივს ნაპოვნ, აქვითინებულ დედას წყალს აწვდიდა, ფეხებში უვარდებოდა და გულში იხუტებდა, თვითმხილველები კი ცრემლს ვერ იკავებდნენ...
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 31 წლის წინ დაშორებული დედა-შვილი რამდენიმე დღის წინ პირველად შეხვდა ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ისინი ადამიანებით მოვაჭრეებმა მონობაში გაყიდეს, იუწყება
Daily Mail. გამოცემის ინფორმაციით, 1990 წელს სამი წლის ტაო სიაობინი დედასთან ჩჟოუ ცზიაინთან ერთად გაიტაცეს მათივე მეზობლებმა და შანდუნის პროვინციაში გაყიდეს მონებად. რამდენიმე თვის შემდეგ ქალმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ შვილის თან წაყვანა ვერ შეძლო. ქალმა განგაში ატეხა და გარკვეული ხნის მერე უკან დაბრუნდა ტაოს წასაყვანად, მაგრამ სახლში, სადაც ის მონად ჰყავდათ, უკვე აღარავინ იყო. ამასთან სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ქალი იქიდან გაეგდოთ. უფრო მეტიც, მაშინ არც ადგილობრივ ხელისუფლებას შეუწუხებია თავი დიდად იმისთვის, რომ გატაცების საქმე გაეხსნა, და ქალმა შვილის პოვნა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო.
ტაო კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იყო მონობაში ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ბავშვებსა და მოხუცებს უვლიდა. თუმცა ბოლოს ის მაინც გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ბიჭი ერთმა ადგილობრივმა წყვილმა იშვილა.
გამოცემის ცნობით, ტაოს მშვილებლებს არ უნდოდათ, რომ მას ბიოლოგიური დედა ეპოვა — შვილობილის დაკარგვისა ეშინოდათ და ამიტომ ბიჭს ძებნაში არ ეხმარებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტაო ახალ ოჯახში თავს კარგად გრძნობდა, როგორც თავად თქვა, ბიოლოგიური დედა არასდროს დავიწყებია. მას ძალიან უნდოდა დედის პოვნა, მაგრამ სანამ უნივერსიტეტში სწავლობდა, არ იცოდა საიდან დაეწყო საქმე.
წლების შემდეგ ტაომ, როდესაც თავადაც ოჯახს მოეკიდა და მამა გახდა, გადაწყვიტა, რომ დადგა დედის მოძებნის დრო და დახმარებისთვის რამდენიმე პროვინციის მოხალისე მაძიებლებს მიმართა.
საბოლოოდ მოხალისეებმა ჩჟოუ ცზიაინის ადგილსამყოფელს გუიჩჟოუს პროვინციაში მიაგნეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დნმ-ექსპერტიზამ მისი და ტაოს ბიოლოგიური, სისხლისმიერი ნათესაობა დაადასტურა, დედა და შვილი ერთმანეთს შეხვდა. ეს იყო მათი პირველი ჩახუტება 31 წლის შემდეგ, რასაც მძიმე, თუმცა სასიხარულო ემოციები ახლდა.