მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„შენი შვილი ცოცხალია“ – დედა-შვილის შეხვედრა 42 წლის შემდეგ

CC BY-SA 2.0 / Bridget Coila / Holding Hands With a Newborn Babyახალშობილისა და დედის ხელები
ახალშობილისა და დედის ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
დედამ 19 წლის გოგონა აიძულა აბორტი გაეკეთებინა და ექიმებს ნაყოფის სამედიცინო ნარჩენებში გადაგდება მოსთხოვა, მაგრამ...

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მელისა ოდენი 14 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ ის წარუმატებელი აბორტის შედეგად მოევლინა ქვეყანას, და რომ ექიმებს მაშინ მისი სამედიცინო ნარჩენებში გადაგდების მითითება ჰქონდათ, წერს გამოცემა The Sun.

​გავრცელებული ინფორმაციით, 1970-იან წლებში 19 წლის რუთმა, როდესაც ის შვიდი თვის ორსული იყო, დედის ძალდატანებით აბორტი გაიკეთა, მაგრამ ეს ოპერაცია „წარუმატებელი“ გამოდგა და ბავშვი ცოცხალი დაიბადა. რუთის დედამ ექიმებს კატეგორიულად მოსთხოვა, მისი შვილისთვის არ გაემხილათ, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა და მისი სამედიცინო ნარჩენებში გადაგდება მოითხოვა.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
მარტო სახლში: ხუთი წლის ბავშვმა 16 საათი გაატარა COVID-19-ით გარდაცვლილი დედის გვერდით

მაგრამ ორ მედდას, რომლებიც ოპერაციას ესწრებოდნენ, შეეცოდათ ახალშობილი გოგონა და გადაგდების ნაცვლად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ორი თვის შემდეგ ჯანმრთელი გოგონა რონისა და ლინდას ოჯახმა იშვილა, რომლებსაც იმ მომენტისთვის უკვე ჰყავდათ ოთხი წლის ქალიშვილი ტემი.

რონმა და ლინდამ ნაშვილებ ბავშვს მელისა დაარქვეს და მართლაც ბედნიერი ბავშვობა აჩუქეს. მართალია, მშობლებს არ დაუმალავთ მელისასთვის, რომ ის ნაშვილები იყო, მაგრამ გოგონა ამაზე არ ნერვიულობდა. ფიქრობდა, რომ მისი ბიოლოგიური დედა არასრულწლოვანი იყო, როცა დაორსულდა და ამიტომ გაააშვილა.

მაგრამ ერთ დღეს, როდესაც მისი (მელისას შემოკლებული სახელი) 14 წლის იყო, დასთან კამათი მოუვიდა და გაბრაზებულმა ტემიმ წამოაძახა, შენგან განსხვავებით მშობლებს ჩემი გაჩენა უნდოდათო.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ვალდებული არ ვარ, ჩემი კომფორტი შენი კომფორტისთვის დავთმო: დედის წერილი თინეიჯერ ქალიშვილს

გულნატკენმა მისიმ ტირილი დაიწყო და დედა ლინდა იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა მისთვის.

მელისა ცდილობდა გულში ჩაეკლა თავისი ტკივილი, მაგრამ ემოციების გაკონტროლება ვერ შეძლო და სმა დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავს ძალა დაატანა და 19 წლისამ ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო.

მალე მამის ვინაობა დაადგინა და მასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კაცი უკვე გარდაცვლილიყო. სამაგიეროდ ცოცხალი იყო მამის მამა, რომელსაც მელისა დაუმეგობრდა კიდეც.

ამის შემდეგ მელისამ ბიოლოგიური დედის მშობლების ვინაობაც დაადგინა, მაგრამ მერე ისიც გაიგო, რომ რუთს მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ძებნას თავი გაანება.

2013 წელს მისის მოულოდნელად დაუკავშირდა რუთის ბიძაშვილი. ქალმა გადაწყვიტა, შეეხვედრებინა ერთმანეთისთვის უცნობი დედა და შვილი და უკვე 62 წლის რუთს გაუმხილა, რომ მისი გოგონა აბორტს გადაურჩა და ცოცხალია.

ქალი ფანჯარასთან  - Sputnik საქართველო
ჩვეულებრივი ბიჭის ერთი დღე: დედის განცდები საათობრივად

დედა და შვილი სამი წლის განმავლობაში წერილებით ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მაგრამ რუთი ვერა და ვერ პოულობდა მორალურ ძალას, შეხვედროდა თავის დროზე სასიკვდილოდ განწირულ შვილს.

ბოლოს, 2016 წელს ისინი ზოოპარკში შეხვდნენ. დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია და დიდი ხნის განმავლობაში ეხუტებოდნენ ერთმანეთს.

მას შემდეგ აღარ დაშორებულან. ორივე ერთ ქალაქში, კანზას-სიტიში ცხოვრობს და მელისას შვილები რუთს ბებიას ეძახიან.

უფრო მეტიც, 42 წლის შემდეგ გაცნობილმა დედა-შვილმა აღმოაჩინა, რომ საოცრად ჰგვანან ერთმანეთს არა მარტო ფიზიკურად, არამედ ბევრი სხვა თვისებითაც.    

ყველა ახალი ამბავი
0