დღეიდან კაფე-რესტორნები შუაღამემდე იმუშავებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
საქართველოში პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დღეიდან, 1 ივლისიდან, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, კაფე-რესტორნები და გასართობი დაწესებულებებიც 24:00 საათამდე იმუშავებენ.
ანალოგიური შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროში არსებულ რესტორნებზეც. ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა იუბილე.
ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი ხორციელდებოდა. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც" დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. აღნიშნული შეზღუდვა 1 ივნისიდან მოიხსნა.
საქართველოში 1 ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა. გარდა ამისა, 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის.
ყველა ახალი ამბავი
0