თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსის გაჩერება
ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
სავალდებულო რეგულაციად რჩება პირბადის ტარება მეტროში, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში, ასევე რეკომენდებულია პირბადის გაკეთება ავტობუსების გაჩერებაზე.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 ივლისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში იწყებს.
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
თბილისის მერია გამოცდების პერიოდში ავტობუსებს დაამატებს
დედაქალაქის მეტრო იმუშავებს 06:00-დან 00:00 საათამდე, ხოლო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მგზავრებს 06:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურებიან.
ამასთან, სავალდებულოა პირბადის ტარება მეტროში, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში, ასევე რეკომენდებულია პირბადის ტარება ავტობუსების გაჩერებაზე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 ივლისიდან ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა.
საქართველოში 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.
ყველა ახალი ამბავი
0