ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – ერთ-ერთი დაკავებული პოლიციის გამომძიებელია

© photo: Sputnikპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
პროკურატურის ცნობით, ინსპექტორ-გამომძიებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ახალგაზრდა მამაკაცს ინსპექტორ-გამომძიებლის კუთვნილი პისტოლეტიდან ესროლა. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
მკვლელობა ბოლნისში - ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

დაშავებული გულ-მკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიების მიხედვით, მომხდარი დანაშაულის შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა.

მომხდარზე დაკავებული არიან: შსს-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი (სსკ-ის 236-ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემა), ასევე ერთი პირი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით (სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლები), მესამე დაკავებულს კი გამოძიება ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებას ედავება (სსკ-ის 368-ე მუხლი).

ინსპექტორ-გამომძიებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0