თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შაბათს ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილს შემავალი ჭრილობა ზურგში აღენიშნება. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დანაშაულის მოტივები უცნობია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაღუპული დმანისის მკვიდრი იყო და ბოლნისში რამდენიმე ნაცნობთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი მიტოვებულ სახლში მომხდარ სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა, რომელშიც 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა.