პუტინი: ბრიტანული ხომალდის ინციდენტი პროვოკაცია იყო

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს პირდაპირ ხაზს მართავს ქვეყნის მოსახლეობასთან, რა დროსაც მათ მიერ დამულ კითხვებს პასუხობს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ბრიტანული ნაღმმზიდის მონაწილეობით პროვოკაცია იყო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობასთან პირდაპირი ხაზის დროს.

რუსეთის ლიდერის თქმით, აღნიშნულ პროვოკაციაში ბრიტანელებთან ერთად ამერიკელებიც მონაწილეობდნენ.

„ეს ხომალდი რომც ჩაგვეძირა, ძნელი წარმოსადგენია, რომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დამდგარიყო. იმიტომ რომ მათ, ვინც ამას აკეთებს, კარგად იციან, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ“, — თქვა პუტინმა.

პრეზიდენტის აზრით, ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ასეთი პროვოკაცია დასავლეთს ყირიმელებისთვის საჩვენებლად ესაჭიროებოდათ – რომ მათ აზრს პატივს არ სცემენ.

საიდუმლო მასალები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ავტობუსის გაჩერებაზე საიდუმლო სამხედრო დოკუმენტებია ნაპოვნი: დაწყებულია გამოძიება

მანამდე, 23 ივნისს ბრიტანულ ხომალდ Defender-ს ინციდენტი შეემთხვა ყირიმის მახლობლად, ფიოლენტის კონცხთან. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS Defender სამი კილომეტრით ღრმად შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა, რომ იარაღს გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი იმავე კურსით განაგრძობდა სვლას. აღნიშნულ გაფრთხილებაზე ბრიტანულ ეკიპაჟს რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.

რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობასთან პირდაპირი ხაზით 2001 წლის ბოლოდან ურთიერთობს, რა დროსაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. მას შემდეგ ამ ფორმატის ონლაინ-ტრანსლაციები ყოველწლიურად გადაიცემოდა, გარდა 2004 და 2012 წლებისა.

სტატისტიკის თანახმად, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის სახელზე საშუალოდ რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე შეკითხვა შედის. პირდაპირი ჩართვების დრო, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული არ არის. პირველი ხუთი ასეთი ეთერი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ 2007 წლის შემდეგ პროგრამა ყოველთვის სცდებოდა ოთხსაათიან ზღვარს. ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა 2013 წლის პირდაპირი ხაზი, რომელიც 4 საათი და 47 წუთი გრძელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0