პირდაპირი ხაზი: პუტინმა უპასუხა კითხვას მემკვიდრე–შემცვლელის შესახებ

© photo: POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს პირდაპირ ხაზს მართავს ქვეყნის მოსახლეობასთან, რა დროსაც მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებთან პირდაპირი ხაზის დროს უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ხელისუფლება ვინმეს გადასცეს და ჰყავს თუ არა მემკვიდრე–შემცვლელი.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
პუტინი: ბრიტანული ხომალდის ინციდენტი პროვოკაცია იყო

რუსეთის ლიდერის თქმით, გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ყოველთვის ქვეყნის მოქალაქეები იღებენ პირდაპირი ფარული არჩევნების გზით.

„რაც შეეხება იმას, თუ ვის შეუძლია ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს. ერთი მხრივ, როგორც იტყვიან, წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება (свято место пусто не бывает), შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემი პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ რეკომენდაცია მივცე პრეზიდენტობის პრეტენდენტ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მოვა დრო, და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ვთქვა, ესა და ეს ადამიანი, ჩემი აზრით, შეძლებს ასეთ შესანიშნავ ქვეყანას უმეთაუროს–მეთქი“, — თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობასთან პირდაპირი ხაზით 2001 წლის ბოლოდან ურთიერთობს, რა დროსაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. მას შემდეგ ამ ფორმატის ონლაინ-ტრანსლაციები ყოველწლიურად გადაიცემოდა, გარდა 2004 და 2012 წლებისა.

სტატისტიკის თანახმად, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის სახელზე საშუალოდ რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე შეკითხვა შედის. პირდაპირი ჩართვების დრო, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული არ არის. პირველი ხუთი ასეთი ეთერი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ 2007 წლის შემდეგ პროგრამა ყოველთვის სცდებოდა ოთხსაათიან ზღვარს. ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა 2013 წლის პირდაპირი ხაზი, რომელიც 4 საათი და 47 წუთი გრძელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0