გურიაში მგელმა საქონელი დაგლიჯა

© Pixabay / Alexas_Fotosმგელი
მგელი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
მტაცებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში გამოჩნდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ის შინაურ ცხოველებზე თავდასხმებს მომავალშიც გააგრძელებს.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში მგელმა საქონელი დაგლიჯა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მგელი ჩხარტიშვილების ეზოში ღამით შეიპარა და ორ ძროხას დაესხა თავს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხმაური და საქონლის ხმა გაიგონეს, მაგრამ გარეთ გამოსვლის შეეშინდათ. მათ ისიც არ იციან, მგელი ერთი იყო თუ რამდენიმე.

მგელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
რუსთავთან მგელი მამაკაცს თავს დაესხა

ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხე მათ, ბავშვებსა და საქონელს კვლავ ემუქრება და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ეს წელს მგლების თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მაისში რუსთავთან მგელი შუახნის მამაკაცს დაესხა თავს.

ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს და შინაურ ცხოველებს ემუქრება. "პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა უწყებას გამგეობამ უნდა გაუგზავნოს.

ყველა ახალი ამბავი
0