https://sputnik-georgia.com/20210520/rusTavTan-mgeli-mamakacs-Tavs-daesxa-251785193.html
რუსთავთან მგელი მამაკაცს თავს დაესხა
რუსთავთან მგელი მამაკაცს თავს დაესხა
Sputnik საქართველო
მამაკაცმა, სავარაუდოდ, სერიოზული შიში გადაიტანა. მან კლინიკას მომხდარიდან 2-3 დღეში მიმართა. საბედნიეროდ, მას მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი აქვს. 20.05.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-05-20T19:54+0400
2021-05-20T19:54+0400
2021-10-19T17:57+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
რუსთავთან მგელი მამაკაცს თავს დაესხა
19:54 20.05.2021 (განახლებულია: 17:57 19.10.2021) მამაკაცმა, სავარაუდოდ, სერიოზული შიში გადაიტანა. მან კლინიკას მომხდარიდან 2-3 დღეში მიმართა. საბედნიეროდ, მას მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი აქვს.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქალაქ რუსთავის შემოგარენში შუახნის მამაკაცს თავს მგელი დაესხა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო InfoRustavi.
რუსთავის ცენტრალური კლინიკის ექიმის ირაკლი ჯანგულაშვილის სიტყვებით, მამაკაცმა მათ დახმარებისთვის მომხდარიდან მხოლოდ ორი-სამი დღის შემდეგ მიმართა.
„იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამ", – განაცხადა ჯანგულაშვილმა.
ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს და შინაურ ცხოველებს ემუქრება. "პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა უწყებას გამგეობამ უნდა გაუგზავნოს.