გრემის ტაძარში მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა აღმოაჩინეს

© photo: courtesy of Georgian National Museumგრემის ტაძარში მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს
გრემის ტაძარში მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
საბოლოო იდენტიფიცირებისთვის ნეშტის ფრაგმენტებსა და აკლდამიდან აღებულ სხვა ნიმუშებზე კვლევა ჩატარდება.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამას მიაკვლია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე ბაგრატიონმა (1504 – 1574) კახეთის სამეფოში 56/54 წელი (1518/1520-1574) იმეფა. ისტორიული წყაროებისა და გადმოცემების მიხედვით, ის ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, რადგან საფლავის ქვა ან სხვა მინიშნება არ არსებობდა.

მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის – ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა.

გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
სიტუაცია არ არის სახარბიელო - რა დახვდათ გელათში იუნესკოს ექპერტებს

აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.

„გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდოდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტებისა და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება.

მუზეუმის ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამუშაოებს მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო და ნეკრესის ეპარქია, ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები და აგრეთვე კახეთის რეგიონში მოღვაწე საქმიანი წრეებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი.

 

ყველა ახალი ამბავი
0