თბილისში ჯაზის ფესტივალი Mid-Summer Night Jazz Festival გაიმართება

© Sputnik / STRINGERჯაზმუსიკოსი
ჯაზმუსიკოსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
ჯაზი ღია ცის ქვეშ ყველაზე ცნობილი მომღერლების შესრულებით – არტოს ბაღი ყველას საინტერესო ფესტივალზე ეპატიჟება.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. თბილისში, გია ყანჩელის სახელობის პარკში, ე.წ. არტოს ბაღში 2-4 ივლისს ფესტივალი Mid-Summer Night Jazz Festival გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

უკვე მეორედ Mid-Summer Night Jazz Festival 80-მდე ცნობილ შემსრულებელს შეკრებს. სამდღიან ფესტივალზე უცხოეთში აღიარებული და ახალბედა ქართველი ჯაზ-მუსიკოსები წარდგებიან.

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
Receptor Food: ბათუმში ღია ცის ქვეშ ორთვიანი ფესტივალი გაიმართება

მათ შორის არიან: მაია ბარათაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, დათო ევგენიძე, ნუკრი აბაშიძე, ოთარ მაღრაძე, ჯგუფი „კვინტესენსი“, პაპუნა შარიქაძე, დინი ვირსალაძე, რეზო კიკნაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ეკა დოლიძე, ხონძი, ლევან კემულარია, ჯორჯ მელი, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, დათო ჯაფარიძე, ლუკა თოფურია, ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი, ლაშა დეისაძე, სანდრო კვაჭაძე, გია სალაღიშვილი, ჯონი თითირაშვილი, გიო კაპანაძე და სხვები.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალი გაიმართება დავით აღმაშენებლის გამზირზე, №103. დასაწყისი - 19:00 საათი.

ყველა ახალი ამბავი
0