თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ბათუმის ძველ ბულვარში 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე საკვების ფესტივალი Receptor Food Festival გაიმართება.
„საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ თქვენი საყვარელი, ცნობილი კვების ობიექტების კერძები, რომლებიც აქამდე ბათუმში არ ყოფილა და ამავდროულად გააკეთოთ ახალი გასტრონომიული აღმოჩენებიც“, - პირდებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი ყოველდღიურად იმუშავებს. ის, რომ ის ორ თვეს გაგრძელდება - უპრეცედენტოა Street Food ფესტივალებისთვის, აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
Receptor Food Festival-ის სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ყველაფერი, რაც ასე მოენატრათ: უამრავი გასართობი, სიმწვანე, ჰამაკები, მუსიკა მთელი დღის მანძილზე, ფოტოსესიები, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, განწყობის შესაბამისი სასმელები, უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი.