უფრო მეტი კინო - საქართველოში კინოპავილიონების განვითარებას გეგმავენ

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBინდური ფილმის გადაღება თბილისში
ინდური ფილმის გადაღება თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
ახალი პროექტები ორიენტირებული იქნება ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდაზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოში მუშავდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შედის. საუბარია ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვაზე.

 „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
საქართველოს კინოთეატრებში „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა 19 მაისს გაიმართება

ცვლილებების შედეგად კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი გამოცხადდება განახლებული პირობებით, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდაზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, განახლებული პირობებით პროექტების მიღება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყალიბდება არა მხოლოდ კინოპროდუქციის ერთჯერადი გადაღების წერტილად, არამედ კინოპროდუქციის მრავალჯერადი წარმოების პლატფორმად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის განახლებასთან ერთად საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის. ეს იქნება დიდი მიღწევა, რადგან ესაა მუდმივი სამუშაო ადგილების წყარო“, - განაცხადა მინისტრმა.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2020
Universal Studios საქართველოში კინოწარმოებით დაინტერესდა

პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

ყველა ახალი ამბავი
0