მძიმე სტატისტიკა: პოლონეთი ეკლესიაში მოზარდებზე სექსუალური ძალადობის მონაცემებს აქვეყნებს

© photo: Pixabay / Counsellingტირილი
ტირილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
სამოცი წლის განმავლობაში ქვეყნის საეკლესიო სტრუქტურებში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის სამასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა მცირე ნაწილი არ დადასტურდა

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პოლონეთში გამოქვეყნდა მონაცემები ეკლესიის სტრუქტურებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ 1958-2020 წლებში, იუწყება EuroNews-ი. 

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
გადაწყვეტილება გამოტანილია: სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ 17 მილიონ დოლარს გადაუხდიან

გამოცემის ინფორმაციით, სულ ამ პერიოდში 368 ისეთი შემთხვევაა აღრიცხული, როდესაც არასრულწლოვნების მიმართ მღვდელმსახურების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე შეიძლება საუბარი.

მონაცემები რომის კათოლიკური ეკლესიის  სტატისტიკის ინსტიტუტმა შეკრიბა, რაზეც 2018-დან 2020 წლამდე იმუშავა.

აღინიშნება, რომ პოლონეთის ეკლესიამ ბავშვებზე ძალადობის 39% ობიექტურად ცნო, 51% — ჯერ ისევ მოწმდება, ხოლო 10% — არ დადასტურდა.

„როდესაც 368 შემთხვევაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ლაპარაკი არ არის იგივე რაოდენობის სასულიერო პირზე. ზოგ მღვდელმსახურს რამდენიმე პირის მიმართ დანაშაულში ედება ბრალი, ხოლო ზოგ შემთხვევაში ძალადობა ჩადენილი აქვთ პირებს, რომლებსაც სასულიერო წოდება არ გააჩნიათ. ასე რომ, იმ სასულიერო პირებისა და მღვდლების რაოდენობა, რომლებსაც შესაძლოა გაუპატიურებებთან ჰქონდეთ კავშირი, მცირეა. ჩვენი დათვლებით, ასეთი სულ 292 ადამიანია 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, — განაცხადა მამა ვოიცეხ სადლონმა.

გამოცემის ინფორმაციით, არქიეპისკოპოსმა ვოიცეხ პოლაკმა შენდობა სთხოვა ყველას, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიაში.

ყველა ახალი ამბავი
0