თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქის ოჯახი, რომლის ცხედარი ათენის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოაჩინეს, საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
გარდაცვლილის ქალიშვილის თქმით, ოჯახი, სადაც 67 წლის საქართველოს მოქალაქე მანანა ხეთაგური მუშაობდა, გადმოსვენებაზე უარს აცხადებს და განმარტავს, რომ ცხედრის კრემაცია უნდა მოხდეს. დაღუპულის ოჯახის წევრები კრემაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და სახელმწიფოს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ.
„საელჩოში ვრეკავ, არავინ არ მპასუხობს. დახმარებას ვითხოვთ“, - განაცხადა გარდაცვლილის ქალიშვილმა, ხათუნა ხეთაგურმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური განცხადება საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.
მედიის ინფორმაციით, ცხედრის აღმოჩენის მომენტისთვის ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები არ სახელდება.