იტალიაში დაკარგული საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთ კლინიკაში იპოვეს

© AP Photo / Luca Brunoპოლიცია იტალიაში
პოლიცია იტალიაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე, რომელმაც 20 ივნისს ლტოლვილთა თავშესაფარი დატოვა და გაუჩინარდა, იტალიაში ორი თვის წინ ჩავიდა.

თბილისი, 27 ივნისი  – Sputnik. იტალიის ქალაქ ლეჩეში დაკარგული ლაგოდეხის მკვიდრი 42 წლის თემურ მოსაშვილი ერთ-ერთ კლინიკაში იპოვეს.

როგორც რადიო „ჰერეთის“ ეთერში დაკარგულის დამ განაცხადა, მისი ძმა ოჯახს სხვა ქართველი ემიგრანტების ოჯახის დახმარებით დაუკავშირდა.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა: ოჯახი დახმარებას ითხოვს

„ჩემი ძმა სხვა ქართველი ემიგრანტების დახმარებით დაგვიკავშირდა. მან გვითხრა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და კლინიკაში მკურნალობენ. ასევე ამბობს, რომ როგორც კი შეძლებს, საქართველოში დაბრუნდება. სულ ეს იყო რისი თქმაც მოასწრო, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა 20 ივნისის შემდეგ, თუმცა დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გავარკვევთ", - განაცხადა თემურ მოსაშვილის დამ.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიაში დაახლოებით ორი თვის წინ ჩავიდა, 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მან ლტოლვილთა თავშესაფარი 20 ივნისს დატოვა, და მას შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა.

თემურ მოსაშვილის დედა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც მეორე დღეს გაიქცა.

ყველა ახალი ამბავი
0