იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა: ოჯახი დახმარებას ითხოვს

© AP Photo / Luca Brunoიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
დაკარგულის დედის ინფორმაციით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმარონ დაკარგულის პოვნაში.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. იტალიის ქალაქ ლეჩეში დაკარგულ 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, თემურ მოსაშვილს ეძებენ, იუწყება „პირველი არხი“.

თემურ მოსაშვილი ლაგოდეხიდანაა. იტალიაში ის ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
დადასტურდა თუ არა ქართველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი საბერძნეთში: საელჩო

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 20 ივნისს ის ლტოლვილთა თავშესაფრიდან გავიდა და მას შემდეგ მასთან კავშირს ვეღარ ამყარებენ.

თემურ მოსაშვილის დედა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც გაიპარა.

ოჯახი საქართველოსა და იტალიის ხელისუფლებებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0