საქართველოში „ინდური შტამის" კიდევ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდას ეპიდემიოლოგები ე.წ. ინდური შტამს უკავშირებენ. სპეციალისტები „ინდურ შტამს" უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის კიდევ შვიდი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართული ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ამირან გამყრელიძე: თუ ყველა ავიცრებით, ვერც „ინდური შტამი“ მოგვერევა და ვერც სხვა

ბოლო პერიოდში საქართველოში „ინდური შტამის" შემთხვევები იზრდება. ამ დროისათვის 27 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ „დელტას" სახელით ცნობილი შტამი ევროპის ქვეყნებში ე.წ. ბრიტანულ შტამს ანაცვლებს და სულ უფრო ინტენსიურად ხდება მისი გავრცელება. მისი განცხადებით, საქართველოში მისი გავრცელება პროგნოზირებადი იყო.

„თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, ეს შტამი უკვე 85 ქვეყანაში არის დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ინდურ შტამთან" დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს საქართველოში ვირუსის სწრაფი გავრცელება შესაძლოა სწორედ ამ შტამთან იყოს დაკავშირებული.

„არაა გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და დაავდების შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას იწვევს, კავშირში იყოს „დელტა" შტამის გავრცელებასთან. თუმცა ამ ეტაპზე მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება რთულია", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ჩხაიძე: საქართველოში „ინდური შტამი“ შეიძლება დომინანტური გახდეს

საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. აღნიშნული შტამი გამოუვლინდა ხუთ პირს, მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო. ინფიცირებულთაგან სამმა პირმა ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.194-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 365.068-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.297-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0