ფრთხილად, სიცხეა! - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს

© photo: Pixabay / Peggy_Marcoცხელი ამინდი
ცხელი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
ქუდი, ქოლგა, წყლის ბოთლი - ექიმები მოქალაქეებს ამ ნივთების გარეშე გარეთ გასვლას არ ურჩევენ, თუმცა ძლიერი სიცხის დროს უკეთესია სახლში დარჩენა და კონდიციონერით გაგრილება

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში ძლიერი სიცხეებია, ზოგიერთ ადგილას ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. როგორ დავიცვათ თავი ცხელ ამინდში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს იძლევა.

სპეციალისტების განცხადებით, მაღალი ტემპერატურის პირობებში ყოფნა ადამიანის ორგანიზმს საფრთხეს უქმნის.

„განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის", - აღნიშნავენ ცენტრის სპეციალისტები.

გაუსაძლისი სიცხე: ზოოპარკის ბინადრებს ყინულის „ტორტებით“ ასულიერებენ - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
გაუსაძლისი სიცხე: ზოოპარკის ბინადრებს ყინულის „ტორტებით“ ასულიერებენ

ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს პულსაციის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები" ევროპაში 70 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

მაღალი ტემპერატურა იწვევს დეჰიდრატაციას (გაუწყლოვნება), გადახურებას, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში შედიან ასაკოვანი პირები, ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები, ფსიქიკური და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, სპორტსმენები, პირები, რომლებიც მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ.

როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან?

სპეციალისტები მოქალაქეებს სახლში გრილი ტემპერატურის შენარჩუნებას ურჩევენ. ტემპერატურა დღეში ორჯერ - 08:00-დან 10:00 საათამდე და 22:00 საათის შემდეგ უნდა შემოწმდეს. დღისით ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ღამით - 24 გრადუსს. ღამით საჭიროა ფანჯრების გაღება და დილამდე ასე დატოვება.

საქართველოში ტყეების რეგისტრაცია ხორციელდება - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ყველაფერი აღრიცხვაზე – საქართველოში სახელმწიფო ტყეების ინვენტარიზაცია მთავრდება

დღისით უნდა ვეცადოთ, რომ ცხელი ჰაერი სახლში ნაკლებად „შემოვუშვათ". ამისათვის უნდა დაიხუროს ფანჯრები, ჟალუზები, განსაკუთრებით, მზიან მხარეს. შეძლებისდაგვარად უნდა გამოირთოს ელექტროდანადგარები და განათება, ჩაირთოს კონდიციონერი. ბინაში შეიძლება სველი პირსახოცების გაფენა გაგრილების პარალელურად შენობაში ტენიანობის შესანარჩუნებლად.

რაც შეეხება ვენტილატორს, მისი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უსარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება.

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში ქუჩაში გასვლისგან, მძიმე სამუშაოების შესრულება კი უმჯობესია 04:00-დან 07:00 საათამდე.

ექიმები მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები სატრანსპორტო საშუალებებში.

სიცხით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად კარგია გრილი შხაპის მიღება ან ყინულის პაკეტებისა და სველი პირსახოცის გამოყენება. ქუჩაში უმჯობესია ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმლის ჩაცმა და აუცილებლად ქუდით ან ქოლგით სიარული.

თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა. დალიეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ტურისტული სეზონი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ახალი სეზონი შავ ზღვაზე – როგორ ერთობიან ტურისტები ბათუმში

ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზის აბაზანებით დამწვრობის შემთხვევებიც. გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს, მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია. მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.

მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები, ასევე 6 წელზე ნაკლები და 60 წელს ზემოთ პირები.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დამწვრობის მიღება ღრუბლიან ამინდშიც შეიძლება. მნიშვნელოვანია სხეულის საგულდაგულოდ შემშრალება წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.

ზაფხული და გადამდები დაავადებები

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს დიარეის შემთხვევები. სპეციალისტების რეკომენდაციით, თუ სასმელი წყლის ხარისხი ეჭვს იწვევს, უმჯობესია სასმელად გამოიყენოთ ანადუღარი და გაციებული წყალი. იგი ვარგისია 24 საათის განმავლობაში. სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალური წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება.

რუჯის სეზონი გაიხსნა: დამწვრობის ცენტრში ორი ახალგაზრდა შეიყვანეს - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
რუჯის სეზონი გაიხსნა: დამწვრობის ცენტრში უკვე ორი ახალგაზრდა შეიყვანეს

ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი. მედიკოსები კვებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც იძლევიან. კერძოდ, აუცილებელია კვერცხი მაგრად მოიხარშოს, ნებისმიერი სახის ხორცი ძალიან კარგად მოიხარშოს ან შეიწვას, არ არის მიზანშეწონილი კრემიანი ნამცხვრებისა და ტორტების ჭამა.

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბლვის შემთხვევები - ასეთ დროს აუცილებელია მედპუნქტს მიმართოთ. ფლებოტომუსებისა და კოღოებისგან თავის დაცვის მიზნით სასურველია ფანჯრებზე დამცავი ბადეების გაკვრა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელის ტარება და რეპელენტების (დამაფრთხობლები) გამოყენება. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც, რომლებიც არაერთი საშიში ინფექციური დაავადების გადამტანი არიან. ლაშქრობების დროს შესაძლებელია ორი სახეობის შხამიან გველებს გადააწყდეთ. თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ, ისინი არ არიან აგრესიული. თუმცა თუ გიურზამ ან ცხვირრქოსანმა გველგესლამ დაგკბინათ, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ რაიონულ ცენტრს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარებას აღმოგიჩენენ.

ყველა ახალი ამბავი
0