რუჯის სეზონი გაიხსნა: დამწვრობის ცენტრში უკვე ორი ახალგაზრდა შეიყვანეს

© photo: Sputnikრუჯის სეზონი გაიხსნა: დამწვრობის ცენტრში ორი ახალგაზრდა შეიყვანეს
რუჯის სეზონი გაიხსნა: დამწვრობის ცენტრში ორი ახალგაზრდა შეიყვანეს - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
დადგა ნანატრი ზაფხული და იმატა რუჯის მიღების მსურველთა რიცხვმა. ამის პარალელურად იზრდება პაციენტების რაოდენობა დამწვრობის ცენტრში.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მზისგან დამწვრობის გამო თბილისის დამწვრობის ცენტრში ორი ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

როგორც ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე აქვთ მიღებული. ისინი კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ.

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამყრელიძე: იცურავეთ პირბადის გარეშე, მაგრამ ისეირნეთ პირბადით

ამასთან, ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ წელს ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა. მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუჯის მოყვარულები, რომ ლეღვის ფოთლის ნახარში მხოლოდ ქიმიურ დამწვრობას უწყობს ხელს და არა კანის კარგი ფერის მიღებას.

„ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმით ვერანაირ რუჯს ვერ მიიღებენ, პირდაპირ ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ. არც არის აუცილებელი მზეზე გასვლა, მთვარის სინათლეზეც კი ტრავმას მიიღებენ", – განაცხადა ქაშიბაძემ.

მედიკოსები იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე საუბრობენ, რომელთა დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ქაშიბაძის განცხადებით, უნდა გვახსოვდეს, რომ მათი კანი უფრო მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, ამიტომ 11:00-დან 17:00 საათამდე მათი მზეზე ყოფნა არ არის სასურველი. მათ ასევე უნდა გამოიყენონ დამცავი კრემები და ატარონ ქუდი.

საქართველოში რუჯის კულტია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.

ყველა ახალი ამბავი
0